კბილების გათეთრება
ნათელი და თვალისმომჭრელი ღიმილი მხოლოდ თავდაჯერებულობის გარანტი კი არა, ჯანმრთელობაცაა. კბილების გათეთრება – ეს ესთეტიკური პროცედურა ბევრი ადამიანისთვისაა სასურველი. Smile Studio-ში კბილების ბუნებრივი ფერის აღდგენა შესაძლებელია. ეს დისკომფორტს ამცირებს და ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს.
რა მეთოდები არსებობს კბილების გასათეთრებლად?
კბილების გათეთრება რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი. არსებობს კბილების ქიმიური გათეთრება, კბილების გათეთრება ლაზერით და კბილების გათეთრება კაპებით. აღსანიშნავია, რომ პროცედურა უსაფრთხოა, ხოლო ეფექტი – ხანგრძლივი.
კბილების ქიმიური გათეთრება – კბილებზე ისმევა მაღალი კონცენტრაციის გამათეთრებელი გელი, რომელიც სპეციალური სინათლით აქტიურდება. პროცედურა 30-60 წთ გრძელდება და შედეგი პირველივე სეანსზე ჩანს.
კბილების გათეთრება ლაზერით – სპეციალური გელის დატანის შემდეგ, ლაზერის სხივი გამოიყენება. ქიმიურ გათეთრებასთან შედარებით, ზოგჯერ ეს მეთოდი უფრო სწრაფია.
კბილების გათეთრება კაპებით – სტომატოლოგი კბილებზე მორგებულ სილიკონის კაპებს ქმნის. პაციენტი მათ სპეციალური გელით ავსებს. კაპები დღეში რამდენიმე საათით გამოიყენება.
ვის შეუძლია კბილების გათეთრება?
კბილების გათეთრების მოთხოვნით სტომატოლოგს შეიძლება ნებისმიერმა იმ პაციენტმა მიმართოს, ვისაც კბილების ფერის შეცვლა ან ბუნებრივი ღიმილის აღდგენა სურს. აღსანიშნავია, რომ ეფექტი უკეთ შენარჩუნდება, თუ პაციენტი თავს აარიდებს კოფეინს, მოწევასა და ძლიერ პიგმენტირებულ საკვებს.
Smile studio – თქვენი გონივრული არჩევანი
გამოცდილი სტომატოლოგები, უახლესი ტექნოლოგიები და კომფორტული გარემო იმის გარანტიაა, რომ პაციენტი ხარისხიან მომსახურებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პროცედურა უსაფრთხოდ კეთდება და ექიმები თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უდგებიან.
დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე
FAQ
- კბილების გათეთრება – ფასი?
თუ გსურთ კბილების გათეთრება, ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. მათ შორის, პროცედურის ტიპზე, კლინიკის პრესტიჟსა და სტომატოლოგის გამოცდილებაზე.
- კბილების გათეთრება ლაზერით – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები:
პროცედურის ფასი პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე დგინდება. შესაძლოა, ღირებულება, დროთა განმავლობაში, შეიცვალოს. თუ კლინიკა მაღალი ხარისხის მასალას იყენებს, ფასზე ესეც აისახება.
- როგორ მიმდინარეობს კბილების გათეთრება კაპებით?
ეს პროცედურა კლინიკაში იწყება და სახლში გრძელდება. ფასი დამოკიდებულია გელის ხარისხსა და კონცენტრაციაზე, ასევე, პაციენტის დამატებით საჭიროებებსა და კაპების დამზადების ხარჯებზე.
