იმპლანტაცია

იმპლანტაცია

კბილის დაკარგვა საკმაოდ ხშირი სტომატოლოგიური პრობლემაა, რაც ზოგჯერ ადამიანის თავდაჯერებულობაზეც მოქმედებს. Smile Studio-ში დაკარგული კბილების უსაფრთხო და ხანგრძლივი აღდგენაა შესაძლებელი. ამის საშუალებას იმპლანტაცია იძლევა. ეს პროცედურა პაციენტის ჯანმრთელობისთვის, კომფორტისა და თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.

 კბილის იმპლანტაცია – ეტაპები და უპირატესობა:

კბილის იმპლანტაცია, დაკარგული კბილების შესავსებად, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური პროცედურაა. ამ დროს, აღდგება როგორც კბილის ესთეტიკური მხარე, ასევე მისი ფუნქციაც. კბილის იმპლანტები მაღალი ხარისხის მასალითა და ბუნებრივი იერსახით გამოირჩევა.

კბილის იმპლანტაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია: დიაგნოსტიკა და დაგეგმვა, იმპლანტის ჩასმა, შეხორცება, აბატმენტის დაყენება, გვირგვინის დამაგრება.

ვის შეუძლია პროცედურით სარგებლობა?

იმპლანტაცია განკუთვნილია დაკარგული კბილის ან კბილების მქონე პაციენტებისთვის. ადამიანებისთვის, რომლებსაც მათი ესთეტიკური და ფუნქციური აღდგენა სურთ. აღსანიშნავია, რომ კბილის იმპლანტაცია ხანგრძლივი პროცესია. მას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს, თუმცა იმპლანტები ძალიან დიდხანს, ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ძლებს.

ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია 

Smile Studio-ს გამოცდილი სტომატოლოგები, გერმანული და ამერიკული იმპლანტები იმის გარანტიაა, რომ იმპლანტაცია სასურველი შედეგით დასრულდება. ამას ჩვენი კლინიკის პროფელიონალთა გუნდი უზრუნველყოფს. პაციენტი ამაში ადგილზე მოსვლისთავანე დარწმუნდება.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

 

FAQ

  • რა ღირს კბილის იმპლანტაცია? 

კბილის იმპლანტაციის ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის: იმპლანტის მასალასა და მწარმოებელზე; დამატებით საჭირო პროცედურებზე; კლინიკის დონესა და ექიმის გამოცდილებაზე; გამოყენებულ გვირგვინზე. თუ გსურთ კბილის იმპლანტაცია, ფასი კლინიკაში ვიზიტისას შეიძლება განისაზღვროს.