სტომატოლოგთან კონსულტაცია

მთავარი >> სტომატოლოგთან კონსულტაცია

სტომატოლოგთან კონსულტაცია

პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგს არამხოლოდ ტკივილის შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკისთვისაც ეწვიოთ. Smile Studio-ში რეგულარული სტომატოლოგიური კონსულტაცია თქვენი ჯანსაღი ღიმილის გარანტია იქნება. რეგულარული ვიზიტების საშუალებით, პრობლემის დროული დიაგნოსტიკაა შესაძლებელი. მცირე კარიესი, ემალის დარღვევები, ღრძილების ანთება – ამ და სხვა შეუმჩნევლად მიმდინარე პროცესების აღმოჩენა პროფილაქტიკური ვიზიტისას შეიძლება. სასურველია, რომ სტომატოლოგიურ კლინიკას ყოველ 6 თვეში ესტუმროთ. 

სტომატოლოგიური კონსულტაცია პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის შეფასებით იწყება. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი შესაბამის მკურნალობას ნიშნავს.

კონკრეტულად, რა ხდება კონსულტაციაზე?

სტომატოლოგი პაციენტის ანამნეზს კრებს; პირის ღრუს ათვალიერებს; საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოკვლევებს ნიშნავს; დიაგნოზს სვამს და რეკომენდაციებს გასცემს; შესაძლებელია იმევე ვიზიტზე მცირე პროცედურაც ჩაატაროს. როგორც წესი, პროფილაქტიკური ვიზიტი 15-30 წუთი გრძელდება. თუ რაიმე პრობლემა გამოიკვეთება, ვიზიტი შესაძლოა გახანგრძლივდეს.

სერვისი, რომელიც ყველა ადამიანისთვის აუცილებელია

შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტომატოლოგიური კონსულტაცია აბსოლუტურად ყველას სჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს პაციენტის ასაკსა და სქესს. რეგულარული ვიზიტი ადამიანს ეხმარება, რომ სერიოზული გართულებები თავიდან აირიდოს და ზოგადი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

გამოცდილი სპეციალისტები და თანამედროვე ტექნოლოგია – Smile Studio-ს პლუსები

ტექნოლოგიები, გამოცდილება და ხარისხი – ეს ჩვენი ნიშაა. კლინიკაში პროფესიონალი სტომატოლოგები დიაგნოსტიკისთვის ისეთ თანამედროვე აღჭურვილობას იყენებენ, როგორიცაა კანის ალერგიის ტესტები, ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი საშუალებას იძლევა, რომ პაციენტს ყოვლისმომცველი გამოკვლევა ჩაუტარონ. დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე FAQ
  • რა ღირს სტომატოლოგთან კონსულტაცია?
სტომატოლოგიური კონსულტაციის ღირებულება ექიმის გამოცდილებაზე, კლინიკის რეპუტაციასა და შესაძლო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზეა დამოკიდებული. თუ კონსულტაციის დროს, სტომატოლოგი ისეთ პროცედურებს ატარებს, როგორიცაა მაგალითად, პირველადი წმენდა, ვიზიტის ფასი გაიზრდება.
  • როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სტომატოლოგი?
როდესაც საქმე ჩვენი ან ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება, რა თქმა უნდა, საუკეთესო სტომატოლოგი გვჭირდება. ასეთის არჩევა კი, შეიძლება რთული პროცესი იყოს. თუმცა არის კრიტერიუმები, რასაც საუკეთესო სტომატოლოგი უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: გადამოწმებული კვალიფიკაცია და გამოცდილება; კონკრეტული საჭიროებისთვის სპეციალიზაცია; კლინიკის აღჭურვილობა და თანამედროვე ტექნოლოგიები; პაციენტებისადმი დამოკიდებულება და ზოგადი რეკომენდაციები.