კბილზე გადაკვრა – კერამიკული გვირგვინები

მთავარი >> კბილზე გადაკვრა – კერამიკული გვირგვინები

კბილზე გადაკვრა - კერამიკული გვირგვინები

ზოგჯერ კბილი იმდენად დაზიანებულია, რომ მის აღდგენას მხოლოდ დაბჟენა ვერ უზრუნველყოფს. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს კბილზე გადაკვრა ანუ კბილის გვირგვინის დაყენება. კერამიკული გვირგვინები, როგორც ესთეტიკური და გამძლე საშუალება სტომატოლოგიაში ხშირად გამოიყენება. ამ სერვისის Smile Studio-ში ჩატარებით ლამაზ ღიმილს დაიბრუნებთ. 

ფუნქციისა და ესთეტიკის იდეალური შერწყმა – კბილების აღდგენა კერამიკით 

კბილის ბუნებრივი აღდგენა კერამიკით – გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუ კბილის ფუნქციური და ესთეტიკური აღდგენა გსურთ. კერამიკული გვირგვინი ზოგჯერ ბუნებრივ კბილზე ლამაზია, გამძლეა და არაა ალერგიული. ამ მიზეზების გამო, მას ხშირად ირჩევენ. როგორც წესი, კბილზე გადაკვრა შემდეგ ეტაპებად მიმდინარეობს: დიაგნოზი და რენტგენი; კბილის მომზადება; ანაბეჭდის აღება; დროებითი გვირგვინის მოთავსება; მუდმივი გვირგვინის დამზადება ლაბორატორიაში. კბილის ბუნებრივი აღდგენა კერამიკით რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ძირითადი მიმართულებებია: კერამიკული გვირგვინი; ინლეი / ონლეი / ოვერლი; ვინირი; კერამიკული ბრიჯი; კერამიკული გვირგვინი იმპლანტზე.

როდის უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით?

კბილზე გადაკვრა ანუ კბილის გვირგვინი დაზიანებული კბილების აღდგენის მეთოდია. პროცედურა იმ პაციენტებს უტარდებათ, რომელთა კბილებიც ძალიან დაზიანებულია – გატეხილია ან გაბზარულია. ასევე, კბილის გვირგვინი ფესვის მკურნალობის შემდეგაც ყენდება. სერვისით სარგებლობა იმ ადამიანებისთვისაცაა რეკომენდებული, რომელთაც ესთეტიკური მხარის გამოსწორება სურთ. აღსანიშნავია, რომ კერამიკული გვირგვინის გადაკვრა იმპლანტზეც შესაძლებელია.

Smile Studio ჯანსაღი ღიმილის სადარაჯოზეა

ჩვენთან თქვენი ღიმილის გაჯანსაღებაზე გამოცდილი, გულისხმიერი სტომატოლოგები იზრუნებენ. მაღალი ხარისხის კერამიკა კი, ხანგრძლივი ეფექტის გარანტიაა. მკურნალობის დასრულების შემდეგ, თქვენს კბილებს ბუნებრივი იერი ექნება, რაც თავდაჯერებულობაზეც აისახება.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ
  • კბილის გადაკვრა – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები?
კბილის გადაკვრის ფასი სხვადასხვა ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, გასათვალისწინებელია კბილის მდებარეობა – წინა კბილია თუ უკანა; მასალის ხარისხი; ექიმის გამოცდილება; კლინიკის პრესტიჟი. ამიტომაც, თუ გსურთ კბილის გადაკვრა ფასი, სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ დაზუსტდება.
  • კერამიკული კბილი – ფასი როგორ განისაზღვრება?
ამ შემთხვევაშიც, ღირებულება მასალაზე, სტომატოლოგის გამოცდილებაზე, კბილის მდგომარეობასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. კერამიკული კბილი ფასი – ეს იმაზეცაა დამოკიდებული ფესვის მკურნალობა ჩატარებულია თუ არა.