ცირკონის გვირგვინები
დაკარგული კბილი ადამიანის ყოველდღიურობაზე აისახება და მას სრულფასოვნად ცხოვრებაში ხელს უშლის. სტომატოლოგიაში ამ პრობლემის გადაჭრის ხერხები არსებობს. დაკარგული კბილის აღდგენის ეფექტური გზა არის ცირკონის გვირგვინი. აღნიშნული პროცედურა Smile Studio-ში მაღალი პროფესიონალიზმით ტარდება. გარდა ამისა, კბილის ფუნქციის აღსადგენად, კლინიკა გთავაზობთ ვინირებს, კერამიკას, ფაიფურს.
ცირკონის გვირგვინების მახასიათებლები და უპირატესობები
ცირკონის გვირგვინი კბილების ფუნქციის აღსადგენად და მათი ბუნებრიობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მას მთელი რიგი უპირატესობები აქვს. მაგალითად, ძალიან გამძლეა, ბუნებრივი ეფექტი აქვს, არ აღიზიანებს ღრძილებს, არ იწვევს ალერგიას, მაღალი სიზუსტით მზადდება და ფერს წლების განმავლობაში არ იცვლის.
ვისთვის არის სერვისი?
ცირკონის გვირგვინი იმ პაციენტებისთვისაა, რომლებსაც დაზიანებული კბილები აქვთ და ხანგრძლივი შედეგი სურთ. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა არ შეიცავს მეტალს. ამიტომაც, საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც მეტალზე ალერგია აქვთ.
რატომ ჩვენ?
ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის წარმატებით დასრულება ექიმების პროფესიონალიზმსა და მასალის ხარისხზეა დამოკდებული. Smile Studio-ს გამოცდილი სტომატოლოგების ჯგუფი ცირკონის მაღალი ხარისხის მასალებით მუშაობს. ამიტომაც, Smile Studio პაციენტებისთვის სანდო და საიმედო კლინიკაა. აქ დამზადებული ცირკონის კბილები ბუნებრიობითა და გამძლეობით გამოირჩევა.
დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე
FAQ
- რა ღირს ცირკონის გვირგვინი?
დაკარგული ან დაზიანებული კბილის აღსადგენად, ხარისხიანი და ესთეტიური გამოსავალია ცირკონის გვირვინი. მისი ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – კბილის დაზიანების ხარისხზე, რაოდენობასა და სხვა ობიექტურ მიზეზებზე. სწორედ ამიტომ, ზუსტი ფასის განსაზღვრისთვის სტომატოლოგთან კონსულტაციაა საჭირო.
