იმპლანტის მოცილება

იმპლანტის მოცილება: როდის არის ეს აუცილებელი და რა ხდება შემდეგ?

სტომატოლოგიური იმპლანტაცია კბილების აღდგენის ყველაზე ეფექტური მეთოდია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში დღის წესრიგში დგება იმპლანტის მოცილების (ექსპლანტაციის) საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე იმპლანტების შეხორცების მაჩვენებელი 98%-ს აღემატება, დარჩენილი მცირე პროცენტი მოითხოვს პროფესიონალურ ჩარევას და პრობლემის დროულ მოგვარებას.

რა ხდება იმპლანტის მოცილების მიზეზი?

ყველაზე გავრცელებული მიზეზი პერიიმპლანტიტია – ანთებითი პროცესი იმპლანტის გარშემო არსებულ ქსოვილებში, რაც იწვევს ძვლის დაზიანებას. ასევე, მიზეზი შეიძლება გახდეს იმპლანტის მექანიკური დაზიანება, არასწორი პოზიციონირება ან ორგანიზმის მიერ მისი მიუღებლობა (ოსტეოინტეგრაციის დარღვევა).

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

ბევრ პაციენტს ექსპლანტაციის პროცესი აშინებს, თუმცა თანამედროვე მედიცინა ამას მინიმალური ჩარევით აკეთებს. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ სპეციალურ ქირურგიულ ინსტრუმენტებსა და ფიზიოდისპენსერს (ბუნიკს), რაც საშუალებას გვაძლევს იმპლანტი ისე მოვაცილოთ, რომ შევინარჩუნოთ ირგვლივ არსებული საღი ძვლოვანი ქსოვილი. პროცედურა მაქსიმალურად უმტკივნეულოა და ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება.

არსებობს თუ არა შანსი მეორადი იმპლანტაციისთვის?

რა თქმა უნდა! იმპლანტის მოცილება არ ნიშნავს, რომ თქვენ სამუდამოდ დაკარგეთ ღიმილის აღდგენის შანსი. პრობლემის აღმოფხვრის, ქსოვილების გაჯანსაღების და, საჭიროების შემთხვევაში, ძვლის პლასტიკის (აუგმენტაციის) შემდეგ, განმეორებითი იმპლანტაცია სავსებით შესაძლებელია და ხშირად წარმატებითაც სრულდება.

მთავარია დროული დიაგნოსტიკა. თუ გრძნობთ დისკომფორტს, ტკივილს ან ღრძილის შეშუპებას იმპლანტის არეში, ნუ გადადებთ ვიზიტს.