კბილების გასწორება – ბრეკეტები

მთავარი >> კბილების გასწორება – ბრეკეტები

კბილების გასწორება - ბრეკეტები

კბილებისა და ყბის მდგომარეობის დარღვევები ხშირად ღეჭვაზე, ლაპარაკზე, პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ესთეტიკურ მხარეზე აისახება. ამ დროს კი, საჭირო ხდება სტომატოლოგის ჩარევა. 

სტომატოლოგიურ პრობლემებს შორის ძალიან ხშირია კბილების გამრუდება და თანკბილვის დარღვევა. მისი მოგვარება კი ბრეკეტების საშუალებითაა შესაძლებელი. ბრეკეტების დანიშნულება ორთოდონტულ პრობლემებთან გამკლავება და კბილების გასწორებაა. ამ პროცედურას Smile Studio-ში პროფესიონალთა გუნდი ასრულებს. 

რა ტიპის ბრეკეტები არსებობს? – მახასიათებლები და უპირატესობები

არსებობს სხვადასხვა სახის ბრეკეტები. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მეტალის ბრეკეტები, გამჭვირვალე ბრეკეტები და ინდივიდუალურად მორგებული.

მეტალის ბრეკეტები 

მეტალის ბრეკეტები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. მათი გამოყენება რთული ორთოდონტული პრობლემების სამკურნალოდ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ისინი ძალიან მტკიცე და გამძლეა. თანაც, მეტალის ბრეკეტების ფასი, სხვა ტიპის ბრეკეტებთან შედარებით, იაფია.

გამჭვირვალე ბრეკეტები 

გამჭვირვალე ბრეკეტები კერამიკის ან სპეციალური გამჭვირვალე პლასტმასისგან მზადდება. ამის გამო, კბილზე ნაკლებად შესამჩნევია, რაც მისი პლუსია. შესაძლებელია ითქვას, რომ მათი მოქმედების პრინციპი იგივეა, რაც მეტალის ბრეკეტების. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალე ბრეკეტები საკმაოდ მტკიცე და კომფორტულია.

ინდივიდუალურად მორგებული ბრეკეტები

კლინიკაში, თავდაპირველად, პირის ღრუს 3D სკანირება ტარდება. შედეგების მიხედვით კი, პაციენტის კბილების ფორმაზე მორგებული ბრეკეტები მზადდება. ინდივიდუალურად მორგებული ბრეკეტების უპირატესობებია: ზუსტი მორგება; მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება და მეტად პროგნოზირებადი შედეგი.

ვის შეუძლია ბრეკეტების გაკეთება?

ბრეკეტები რეკომენდებულია როგორც მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ბრეკეტების გასაკეთებლად ყველაზე გავრცელებული ასაკი 7-18 წელია. ზოგადად, მკურნალობის დაწყება მუდმივი კბილების ამოსვლის შემდეგაა უმჯობესი. ამ ასაკში ყბის ძვალი ვითარდება, რაც კბილების გასწორებას აიოლებს. რაც შეეხებათ მოზრდილებს, თუ კბილები და ღრძილები ჯანმრთელია, ბრეკეტები ნებისმიერ ასაკში ეფექტურია. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ მკურნალობა უფრო ხანგრძლივი იყოს, ვიდრე მოზარდებში.

რატომ ენდობიან პაციენტები Smile Studio-ს?

გამოცდილი სპეციალისტები, თანამედროვე ბრეკეტები, პაციენტებისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება და მათი საჭიროებების ბოლომდე გათვალისწინება – ეს ის მიზეზებია, რის გამოც პაციენტები ჩვენს გუნდს აფასებენ და ენდობიან.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ
  • როდის კეთდება ბრეკეტები ორივე ყბაზე?
ბრეკეტები ორივე ყბაზე სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის აუცილებელია. შესაძლოა, რომ პაციენტმა თავიდან დისკომფორტი იგრძნოს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დროთა განმავლობაში, შესაძლებელია მიჩვევა და მკურნალობის პროცესიც ბევრად ეფექტურად წარიმართება.
  • რა არის ბრეკეტები ფასი? 
ბრეკეტების ღირებულება ცვალებადია და ის სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მასალაზე, ექიმის გამოცდილებასა და კლინიკის პრესტიჟზე. ზოგადად, მეტალის ბრეკეტები ყველაზე იაფია; კერამიკული ბრეკეტები შედარებით უფრო ძვირი, ხოლო ინდივიდუალურად მორგებული ბრეკეტების ფასი ყველაზე მაღალია. თუ გსურთ ბრეკეტები, ფასი მერყევია – ეს უნდა იცოდეთ.