კბილების გასწორება – ელაინერები

მთავარი >> კბილების გასწორება – ელაინერები

კბილების გასწორება – ელაინერები

ხშირად ადამიანების თავდაჯერებულობის საიდუმლო სწორ კბილებსა და ჯანსაღ ღიმილში იმალება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი ამ ნაბიჯს ვერ დგამს. მათთვის ბრეკეტების გაკეთება დისკომფორტთან ასოცირდება. ამ შემთხვევაში, გამოსავალი არსებობს – ელაინერები, კბილების გასწორების თანამედროვე და კომფორტული გზა ზრდასრულებისთვის. 

ის, რაც ელაინერებზე უნდა იცოდეთ

ელაინერები გამჭვირვალე, პლასტმასის მოსახსნელი კაპებია. ისინი სხვებისთვის ნაკლებად შესამჩნევია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ელაინერები კბილებს სასურველი მდებარეობისკენ თანდათან გადაადგილებს.

პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად, ექიმი ანაბეჭდს იღებს ან 3D სკანირებას აკეთებს. შემდეგ, კომპიუტერული გეგმის მიხედვით, ინდივიდუალური ელაინერების სერია იქმნება. პაციენტი კი მათ ყოველ 1-2 კვირაში ცვლის.

ვინ უნდა მიაკითხოს სტომატოლოგს?

კლინიკას შეუძლიათ იმ ზრდასრულმა პაციენტებმა მიმართონ, რომლებსაც კბილების მსუბუქი ან საშუალო დეფექტი აქვთ. პროცედურის საშუალებით, კბილების არასწორი განლაგება გამოსწორდება. მოზარდების შემთხვევაში კი აუცილებელია, რომ ყბის ზრდის პროცესი დასრულებული იყოს.

Smile Studio-ს მიდგომა 

ჩვენს კლინიკაში უახლესი ტექნოლოგიები დაგხვდებათ, რაც თქვენი პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს. ინდივიდუალური დაგეგმარების წყალობით კი, შედეგი მეტად თვალსაჩინოა.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ

  • რა ღირს ელაინერები? 

ელაინერები ფასი – ეს დამოკიდებულია კბილების მდგომარეობის სირთულეზე, ელაინერების რაოდენობაზე, კლინიკის გამოცდილებასა და ექიმის პრესტიჟზე. შესაბამისად, კითხვაზე – რა ღირს ელაინერები, კონკრეტული პასუხის თქმა ძნელია. ღირებულება, დროთა განმავლობაში, შეიძლება შეიცვალოს – გაიზარდოს ან შემცირდეს.