კბილის ამოღება

მთავარი >> კბილის ამოღება

კბილის ამოღება

პირის ღრუში დაზიანებული კბილების არსებობა ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. შესაძლო ზიანი მხოლოდ ტკივილი და დისკომფორტი არ არის. „გაფუჭებული“ კბილი მეზობელ კბილებსაც აზიანებს, პირის ღრუს სისუფთავეს აუარესებს და ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. ამიტომაც, აუცილებელია კბილის ამოღება. ფაქტობრივად, იგივე მიდგომაა სიბრძნის კბილთან დაკავშირებითაც. სიბრძნის კბილის ამოღება ხშირად პროფილაქტიკური მიზნებისთვისაც არის საჭირო. მანამ, სანამ ტკივილი გაჩნდება. Smile Studio-ში კბილების დაზიანებისა და სიბრძნის კბილების პრობლემების უსაფრთხო მოგვარებაა შესაძლებელი.

ყველაფერი, რაც კბილის ამოღების შესახებ უნდა იცოდეთ

კბილის ამოღება ხშირი სტომატოლოგიური პროცედურაა. როგორ წარიმართება ეს პროცესი დამოკიდებულია კბილის მდებარეობაზე, მისი დაზიანების ხარისხსა და ზოგადად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ნარკოზის გამოყენება – ბავშვებისთვია ან მათთვის, ვისაც ძალიან ეშინია.

ჩვეულებრივი კბილის ამოღება

მარტივი პროცედურაა, ადგილობრივი გაუტკივარება მხოლოდ კბილის მიმდებარედ ხდება. ეს ჩვეულებრივ, 10 – 20 წუთი გრძელდება.

სიბრძნის კბილის ამოღება

სიბრძნის კბილის ამოღება შედარებით უფრო რთულია. ზოგჯერ კბილი სრულად ამოჭრილი არ არის, რაც ტკივილსა და ანთებას იწვევს. თავიდან, კეთდება ანესთეზია, შემდეგ იჭრება ღრძილი (თუ კბილი დაფარულია); ხშირად საჭიროა კბილის ნაწილებად დაყოფა და ნაკერის დადება. ამიტომაც პროცედურა 30 წუთიდან 1 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. სიბრძნის კბილის ამოღება ნარკოზით შესაძლებელია. ეს რეკომანდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტომატოლოგის ძლიერი შიში აქვთ. ნარკოზის გაკეთება შესაძლებელია ბავშვებისთვისაც. ნარკოზი გამოიყენება რთული ქირურგიული შემთხვევების დროს.

როდის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს?

დაზიანებული ან არასაჭირო კბილების მქონე პაციენტები აუცილებლად უნდა ეწვიონ სტომატოლოგს და ეს პრობლემა მოიგვარონ. ვინაიდან, შესაძლოა უფრო დიდი რისკის წინაშე დადგნენ და გაფუჭებულმა კბილებმა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს. Smile studio – კბილის ამოღება დამატებითი სტრესის გარეშე ჩვენს კლინიკაში კბილის ამოღება განსაკუთრებულ დისკომფორტთან არაა დაკავშირებული. პაციენტების ჯანმრთელობაზე გამოცდილი სტომატოლოგები ზრუნავენ, რომლებიც პროცედურას უსაფრთხოდ ატარებენ. საჭიროების შემთხვევაში კი, ანესთეზიც გამოიყენება. დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე FAQ
  • სიბრძნის კბილის ამოღება ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები
რა ღირს სიბრძნის კბილის ამოღება? – ეს პაციენტებისთვის საინტერესო საკითხია. ფასი შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: კბილის მდგომარეობა და მდებარეობა; საჭიროა თუ არა ნარკოზის გამოყენება; შესაძლო გართულებები და დამატებითი მომსახურებები. თუ გსურთ სიბრძნის კბილის ამოღება, ფასი უფრო ზუსტად სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ გეცოდინებათ.
  • სიბრძნის კბილის ამოღება და გართულებები
სიბრძნის კბილის ამოღება ზოგჯერ შესაძლოა გართულებებით დასრულდეს. ეს მაშინ, როდესაც კბილი სრულად ამოჭრილი არაა, არასწორად დგას და ღრძილში ან ძვალშია გაჭედილი. სიბრძნის კბილის ამოღების შემდეგ შესაძლო გართულებებია: ტკივილი და შეშუპება; სისხლდენა, ინფექცია, ნერვის დაზიანება, ძვლისა და ღრძილის ტრავმა. ზოგიერთი გართულება შეიძლება რამდენიმე დღეში დასრულდეს.