ბავშვთა სტომატოლოგი
კარიესი ბავშვებში, პირის ღრუს სოკოვანი ინფექციები, ორთოდონტიული პრობლემები, ღრძილების ანთება, კბილის მოტეხილობა და ტრავმები – ესენი ბავშვთა ასაკში გავრცელებული პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემებია. ზოგჯერ, პატარებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესულია. Smile Studio კი არის ადგილი, სადაც ჯანმრთელი ღიმილი სტრესის გარეშე მიიღწევა. ექიმთან რეგულარული კონსულტაციით სტომატოლოგიური პრობლემების განვითარების რისკი მინიმუმამდე მცირდება. ბავშვთა სტომატოლოგი პაციენტის მდგომარეობასა და საჭირო პროცედურებს განსაზღვრავს.
რა ტიპის სერვისებს მიიღებთ ჩვენთან ვიზიტისას?
პროფილაქტიკა კარიესთან და ღრძილების დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა. ვიზიტის დროს, ბავშვთა ექიმი მშობლისა და პატარა პაციენტისთვის რეკომენდაციებს გასცემს. ის პირის ღრუს ათვალიერებს და ზოგჯერ, პროფილაქტიკური წმენდაც ტარდება. მნიშვნელოვანია, კარიესის მკურნალობა და სარძევე კბილების მონიტორინგი. სტომატოლოგი მათ განვითარებას რეგულარულად აკვირდება და შესაძლო პრობლემაზე დროულად რეაგირებს.
როდის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს?
სერვისი განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კარიესის განვითარების მაღალი რისკი აქვთ და სარძევე კბილები ეცვლებათ. ბავშვთა სტომატოლოგი პრობლემას საფუძვლიანად სწავლობს და უმკლავდება. რეგულარული ვიზიტებით მომავალში დისკომფორტისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წარმოქმნისგან დაზღვეული ხართ.
რატომ Smile Studio?
ჩვენთან ბავშვების კომფორტსა და საჭიროებებზე მორგებული გარემო, პროფესიონალი სპეციალისტები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე დაგხვდებათ. სტომატოლოგები ორიენტირებული არიან, რომ ბავშვებისთვის მათთან ვიზიტი სასიამოვნო და არასტრესული იყოს.
დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე
FAQ
- რა არის კარიესი?
კარიესი კბილის მყარ ქსოვილებში – ემალსა და დენტინში ჩამოყალიბებული დაზიანებაა. ის კბილის ზედაპირსა და შიგნითა სტრუქტურებს თანდათანობით აზიანებს. აღსანიშნავია, რომ კარიესი ბავშვებში ძალიან ხშირად ვითარდება.
- როგორ ვითარდება კარიესი?
მისი განვითარების მიზეზებს შორის, ბაქტერიები და შაქარია. შაქრიანი საკვები კბილებზე რჩება, პირის ღრუში არსებული ბაქტერიები შაქარს გადაამუშავებენ და მჟავებს გამოყოფენ. ეს მჟავები კბილის მინანქარს აზიანებენ. თანდათან დაზიანება პროგრესირებს, ჩნდება პატარა ხვრელი, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება და სერიოზულ პრობლემად იქცევა.
- როგორ მოვიშოროთ კარიესი?
კარიესის მოშორება მხოლოდ სტომატოლოგის ჩარევით შეიძლება. მკურნალობის პროცესს ექიმთან დროული ვიზიტი ბევრად ამარტივებს.
