კბილის დაბჟენა

კარიესი ძალიან გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა, რომელიც პირის ღრუს ჯანმრთელობას აზიანებს. მნიშვნელოვანია, რომ მას ყურადღება საწყის ეტაპზევე მიექცეს. ღრმა კარიესის თავიდან არიდებისგან კბილის დაბჟენა გვიცავს. კარიესი დიდ დისკომფორტს იწვევს, ის, ტკივილის გარდა, ესთეტიკურ მხარეზეც აისახება. Smile Studio-ში კბილის დაბჟენა შესაძლო გართულებებს თავიდან აგარიდებთ და ცხოვრების ჩვეულ ტემპში დაგაბრუნებთ. 

 

როგორ მიმდინარეობს პროცედურა?

კბილის დაბჟენა არის პროცედურა, როდესაც დაზიანებული კბილი იწმინდება და სპეციალური მასალით ივსება. კარიესი და ღრმა კარიესი სწორედ ასე აღმოიფხვრება. გარდა ამისა, კბილს ფუნქცია და ფორმა უბრუნდება. პროცედურა უსაფრთხოა და როგორც წესი, გართულებების გარეშე სრულდება. 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

კარიესის ან ღრმა კარიესის მქონე პაციენტებმა სტომატოლოგს აუცილებლად უნდა მიმართონ. უყურადღებობამ შესაძლოა მომავალში დიდი ზიანი მოგიტანოთ. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მკურნალობის მიმდინარეობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

რატომ ჩვენ?

Smile Studio-ს გამოცდილი სტომატოლოგები და ხარისხიანი მასალები იმის გარანტიაა, რომ პროცედურა უსაფრთხოდ ჩაივლის. ჩვენი ექიმები პაციენტის საჭიროებებს ერგებიან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ

  • რა ღირს კბილის დაბჟენა?

კბილის დაბჟენის ფასი შესაძლოა ცვალებადი იყოს. ის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, დაზიანების მოცულობასა და სირთულეზე, ბჟენისთვის გამოყენებულ მასალაზე, სტომატოლოგის გამოცდილებასა და დამატებით პროცედურებზე.

  • კბილის დაბჟენა ნარკოზით შესაძლებელია?

კბილის დაბჟენა ნარკოზით შესაძლებელია. ეს უკვე გავრცელებული პრაქტიკაა და გამოიყენება ბავშვებისა და ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც სტომატოლოგის განსაკუთრებულად ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ პროცედურა სპეციალისტის – ანესთეზიოლოგის ზედამხედველობით უნდა წარიმართოს.