ფაიფურის გვირგვინები

კბილის ჩასმა სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში გამოიყენება. მაგალითად, თუ პაციენტს კბილი სრულად აკლია; თუ ისეა დაზიანებული, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება; გჭირდებათ პაციენტისთვის ღრძილისა და ყბის ბუნებრივი ფორმის შენარჩუნება; გრძელვადიანი და სტაბილური კბილი გსურთ. Smile Studio-ში ფაიფურის კბილის ჩასმა ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაგაბრუნებთ. ფაიფურის გვირგვინის გარდა, არსებობს კერამიკული გვირგვინები, ცირკონი, ვინირები. 

აღსანიშნავია, რომ ფაიფურის გვირგვინს რიგი უპირატესობები აქვს – ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს, გამძლეა, ფერს არ იცვლის და ჰიპოალერგიულია. 

რისთვის გამოიყენება ფაიფურის გვირგვინი?

ფაიფურის გვირგვინი კბილის დაზიანებულ ან აღდგენილ ნაწილს ფარავს. ის ძალიან გამძლეა და ბუნებრივი კბილს სრულფასოვნად ანაცვლებს. თავდაპირველად, სტომატოლოგი პაციენტის მდგომარეობს აფასებს, შემდეგ კი იმპლანტსა და გვირგვინზე მუშაობა იწყება. პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც წესი, 1-2 კვირაში სრულდება. 

 

ვინ უნდა მიმართოს სტომატოლოგს?

ფაიფურის კბილის ჩასმა – ეს პროცედურა დაზიანებული ან სტრუქტურულად ნაკლებად ძლიერი კბილების მქონე პაციენტებისთვის არის. აღსანიშნავია, რომ ფაიფურის გვირგვინი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბუნებრივ კბილზე, ისე იმპლანტზე.

 

ხარისხიანი მასალა და გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენი ნიშაა

როდესაც საქმე ფაიფურის გვირგვინების ჩასმას ეხება, შეგიძლიათ საკუთარი ღიმილი Smile Studio-ს თამამად ანდოთ. ჩვენს კლინიკას გამოცდილი სტომატოლოგები ჰყავს, რომლებიც ხარისხიანი ფაიფურის მასალებით მუშაობენ. ეს კი როგორც კბილის ესთეტიკურ მხარეზე, ისე მის ფუნქციონირებაზე აისახება. კლინიკაში ჩატარებული პროცედურით თქვენს კბილებს სრულფასოვნება დაუბრუნდება. 

 

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ

  • რა არის ფაიფურის კბილის ფასი?

ფაიფურის კბილის ფასი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაძლოა ცვალებადი იყოს. მნიშვნელობა აქვს კბილის მდებარეობასა და მდგომარეობას; ექიმის პროფესიონალიზმს; კლინიკის პრესტიჟსა და დამატებით სერვისებს. შესაბამისად, თუ ფაიფურის კბილის ჩასმა გსურთ, კლინიკას უნდა მიმართოთ. ზუსტი ფასი სწორედ ასე განისაზღვრება.