პროთეზი
თუ გსურთ, რომ დაკარგული კბილები აღიდგინოთ, ამისთვის მარტივი და პოპულარული გამოსავალი – პროთეზი არსებობს. პროთეზირება კბილებს არამხოლოდ ესთეტიკურად ხვეწს, არამედ მათ ფუნქციურ აღდგენასაც უზრუნველყოფს.
კბილების პროთეზი ხელოვნური კონსტრუქციაა, რომლის დანიშნულებაც დაკარგული ან დაზიანებული კბილების ან კბილების მთელი რიგის აღდგენაა.
პირის ღრუში დაკარგული კბილის ადგილი სიცარიელეს ქმნის, რამაც შესაძლოა მეზობელი კბილების გადახრა ან გადაადგილება გამოიწვიოს. პროთეზი კი, კბილების მდებარეობას ინარჩუნებს.
პროთეზის რა ტიპები არსებობს? – მახასიათებლები და უპირატესობები
არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი პროთეზები. მოსახსნელ პროთეზებს შორისაა ვალოპლასტის, სილიკონის ან ელასტიური პროთეზი.
მოუხსნელი პროთეზი (ფიქსირებული) – კბილზე ან იმპლანტზე მუდმივად მაგრდება და მას პაციენტი ვერ იხსნის. ის ნორმალური კბილივით გამოიყურება და ფუნქციაც შენარჩუნებული აქვს.
ვალოპლასტის პროთეზი მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე და მოქნილია. ის სპეციალური ნეილონის მსგავსი მასალისგან მზადდება. ვალოპლასტის პროთეზი ძალიან ესთეტიკურია – არ ჩანს მეტალის კავები; მოქნილია და სატარებლად კომფორტულია.
სილიკონის პროთეზი – რბილი და მოქნილი პროთეზი სილიკონის მასალისგან მზადდება. ის ხშირად დროებითი, შუალედური დანიშნულებით გამოიყენება.
არ იწვევს ღრძილების გაღიზიანებას, კომფორტულია ტარებისისთვის და მარტივად შესაგუებელია.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ პროთეზის გაკეთება?
ეს სერვისი დაკარგული კბილების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. მათთვის, ვისაც არამდგრადი კბილები აქვთ და ღეჭვის ან ლაპარაკის ფუნქცია დარღვეულია. აღსანიშნავია, რომ პროთეზირება შესაძლოა დროებითი ან მუდმივი გამოსავალი იყოს. ეს პაციენტის მდგომარეობასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული.
რატომ ირჩევენ პაციენტები Smile Studio-ს?
პროთეზის გაკეთებისას პაციენტისთვის მთავარი მისი ეფექტურობა და გამოყენების ხანგრძლივობაა. ამას კი მაღალი ხარისხის მასალები და სტომატოლოგების გამოცდილება განაპირობებს. Smile Studio-ს პაციენტებს სიმშვიდის საფუძველი აქვთ, რადგან ჩვენს კლინიკაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება დახვდებათ.
დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე
FAQ
- ელასტიური პროთეზი – ფასი როგორ განისაზღვრება?
ელასტიური პროთეზის ფასი დამოკიდებულია დაკარგული კბილების რაოდენობაზე, პროთეზის ზომასა და კონსტრუქციაზე, მასალის ხარისხზე, პროთეზის დამზადების ტექნოლოგიაზე და დამატებით პროცედურებზე.
- მოსახსნელი პროთეზი – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები?
თუ გსურთ მოსახსნელი პროთეზი ფასი სტომატოლოგთან ინდივიდუალური კონსულტაციით დადგინდება. ზოგადად, ღირებულება განსხვავებულია და დამოკიდებულია მასალაზე, ხარისხსა და გასაწევ მომსახურებაზე.
- მოუხსნელი პროთეზი – ფასი რაზეა დამოკიდებული?
მოუხსნელი პროთეზი ფასი – მერყევია. საქართველოში მის ფასს სხვადასხვა მაჩვენებელი განსაზღვრავს. ესენია: ერთეულების რაოდენობა, მასალა, კლინიკის პრესტიჟი და სხვა. ამასთანავე, ღირებულება შეიძლება დამატებითი სერვისების შემთხვევაში, მაგალითად, ფესვის მკურნალობისას, გაიზარდოს.
