ვინირები

Smile Studio-ში იდეალური, სოცნებო ღიმილი მარტივი პროცედურით მიიღება. ვინირები კბილების ვიზუალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ეს პროცედურა თანამედროვე სტომატოლოგიაში ღიმილის სრულყოფისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. არსებობს ცირკონის ვინირები, ფაიფურის ვინირები, კერამიკული ვინირები. მათ სხვადასხვა მახასიათებელი აქვთ, თუმცა შედეგი ერთია – თავდაჯერებული ღიმილი.

ვინირების ტიპები – განსხვავებები და უპირატესობები

კბილების ფორმისა და ფერის გამოსასწორებლად ვინირები აქტიურად გამოიყენება. 

ცირკონის ვინირები დიდი დეფექტებისა და კბილების მოტეხილების გამოსასწორებლად იდეალურია. გამოიყენება მაშინ, როდესაც მყარი და ხანგრძლივი საფარია საჭირო. აქვს ბუნებრივი იერი.

ფაიფურის ვინირები ბუნებრივი ელფერით გამოირჩევა და ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება. ისინი ხშირად მცირე ზომის დეფექტებისა და ფერის შეცვლისთვის გამოიყენება. 

კერამიკული ვინირები – არის ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფაიფურს და ცირკონს ვინირებს მოიცავს. გამოიყენება როგორც კბილის ფერის, ისე ფორმის შესაცვლელად.

 

ვინ უნდა მიმართოს სტომატოლოგს?

ვინირების პროცედურა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც იდეალური ღიმილი სურთ. კონკრეტულად, გამოიყენება: კბილების ფერის გასაუმჯობესებლად, კბილების ფორმის კორექციისთვის, მცირე დაშორებების გამოსასწორებლად, დეფექტების აღმოსაფხვრელად.

დაიბრუნეთ თავდაჯერებული ღიმილი Smile Studio-ს საშუალებით

თანამედროვე ტექნოლოგიები, ინდივიდუალური დაგეგმარება, სისწრაფე და ესთეტიკური მხარე – ეს ისაა, რასაც ჩვენი პროფესიონალთა გუნდი პაციენტებს სთავაზობს. ამიტომაც, როდესაც საქმე ვინირებს ეხება, არჩევანი მარტივი ხდება. 

 

 

 

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

 

FAQ

  • რა ღირს ვინირი? 

ვინირი – ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები შემდეგია: ღირებულება პირდაპირ არის დამოკიდებული მასალაზე, პროცედურის სირთულეზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენი კბილის ვინირი კეთდება. შესაბამისად, ღირებულება შეიძლება, დროთა განმავლობაში, შეიცვალოს.

  • ვინირი თუ ცირკონი?

კბილის ვინირი თხელი საფარია, რომელიც ფერის, ფორმის და მცირე დეფექტების გამოსასწორებლად გამოიყენება. ცირკონის გვირგვინი უფრო სერიოზული აღდგენისთვისაა საჭირო.