დაკარგული კბილით გამოწვეული პრობლემა ბევრ ადამიანის აწუხებს. დიდ დისკომფორტსა და ღეჭვის ფუნქციის შეზღუდვასთან ერთად, საყურადღებოა ფსიქოლოგიური მომენტიც. ხშირად ხდება, რომ პაციენტები სრულყოფილ ღიმილთან ერთად, თავდაჯერებულობასაც კარგავენ.
მედიცინის განვითარებამ კაცობრიობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მათ შორის, სტომატოლოგიური მიმართულებითაც. დღესდღეობით, დაკარგული კბილის აღდგენისთვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა არის იმპლანტაცია.
პროცედურა – ხელოვნური ფესვის ჩადგმა, ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომაც, კბილის იმპლანტზე მოთხოვნა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც იზრდება. პაციენტები მართებულ გადაწყვეტილებას იღებენ, როდესაც ამ პროცედურას ირჩევენ, რადგან შედეგი ეფექტური, ბუნებრივი და ხანგრძლივია.
აღსანიშნავია, რომ იმპლანტაცია ჩვენს კლინიკაში – Smile studio-ში თანამედროვე აპარატურით ტარდება. პროცესს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უძღვებიან.
კონკრეტულად, რა არის კბილის იმპლანტი და რა ეტაპებს მოიცავს პროცედურა?
კბილის იმპლანტი საუკეთესო გამოსავალი რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო არის. ის არ აზიანებს გვერდითა კბილებს; ღეჭვის უნარს 100%-ით აღადგენს; ბუნებრივივით გამოიყურება და სწორი მოვლის შემთხვევაში, 15–25+ წელი ძლებს.
ეს არის ხელოვნური „კბილის ფესვი“, რომელიც ყბის ძვალში თავსდება და დაკარგულ კბილს ბუნებრივი ფორმით, ფუნქციითა და ვიზუალით ცვლის. იმპლანტი ტიტანიუმის ან ცირკონიუმისგან მზადდება. მასალებისგან, რომლებიც ბიოშეთავსებადია და ალერგიას თუ გაღიზიანებას არ იწვევს.
უნდა იცოდეთ, რომ იმპლანტაცია მხოლოდ „კბილის ჩასმა“ არ არის. ეს მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც დაგეგმვასა და შემდეგ სწორად განხორციელებას მოითხოვს.
პირველი ეტაპი სწორედ დიაგნოზის დასმა და დაგეგმვაა – ამ დროს, ექიმი პაციენტის პირის ღრუს საერთო მდგომარეობას აფასებს; ძვლის მოცულობისა და ხარისხის შესამოწმებლად 3D რენტგენი კეთდება; განისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა იმპლანტის დაუყოვნებლივ ჩასმა; ისაზღვრება მკურნალობის ვადები, გვირგვინის ტიპი და მასალა.
მეორე ეტაპი იმპლანტის ჩადგმაა – ქირურგიული პროცედურა, უმტკივნეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს. ის, საშუალოდ, 20-40 წუთის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ, ძვლის მოცულობა საკმარისი არ არის და საჭირო ხდება მისი აგება.
ბოლო არის ორთოპედიული ეტაპი – ეს იწყება მაშინ, როდესაც იმპლანტი ძვალს სრულად ერწყმის. ამ დროს, მზადდება გვირგვინი: ცირკონიუმი, კერამიკა ან მეტალო-კერამიკა. მნიშვნელოვანია, რომ გვირგვინის ფერი და ფორმა პაციენტის სხვა კბილებს იდეალურად ერწყმოდეს. საბოლოოდ კი, იმპლანტს აბატმენტი და გვირგვინი ედგმება.
რატომ ჯობია იმპლანტაცია კბილის პროთეზს ან ხიდს?
პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, იმპლანტის ნაცვლად, პროთეზის ან ხიდის გაკეთება ხომ არ აჯობებს. არსებობს რიგი უპირატესობები, რითაც იმპლანტი გამოირჩევა.
პირველ ყოველისა, ეს არის ვიზუალი – თანამედროვე იმპლანტები იმდენად ბუნებრივად გამოიყურება, რომ ძნელია თქვენი კბილისგან გაარჩიოთ.
მნიშვნელოვანია ღეჭვის ფუნქციის სრულყოფილი აღდგენის საკითხი – სხვა პროთეზებთან შედარებით, იმპლანტი ფესვივით მაგრდება და მაქსიმალურ დატვირთვას უძლებს.
კიდევ ერთი პლუსია, რომ ის მაგალითად, ხიდისგან განსხვავებით, სხვა კბილებს არ აზიანებს. ხანგრძლივი შედეგი კი ფაქტორია, რის გამოც ნამდვილად იმპლანტაციას აირჩევთ. ისინი მინიმუმ 10-25 წლის განმავლობაში ძლებენ.
იმპლანტაციის ტიპები – რა ვარიანტები არსებობს?
აღსანიშნავია, რომ იმპლანტის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან მასალით, სტრუქტურით, დანიშნულებითა და ხარისხით განსხვავდება.
სტანდარტული ტიტანის იმპლანტი ყველაზე ფართოდ გამოიყენება. ის გამძლეობით, შეხორცების კარგი მაჩვენებლითა და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა. ეს ვარიანტი იმ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომელთაც პრობლემის საიმედო გადაწყვეტა სჭირდებათ და მეტალებზე ალერგია არ აქვთ.
ცირკონიუმის იმპლანტი – პრემიუმ კატეგორიის იმპლანტია, რომელიც მეტალების გარეშე მზადდება. შედეგად, ჰიპოალერგიულია და ძალიან მაღალი ესთეტიკით გამოირჩევა. ის განსაკუთრებით პოპულარულია წინა კბილების შემთხვევაში, სადაც ბუნებრიობა ძალიან მნიშვნელოვანია.
შტრაუმანის იმპლანტი შვეიცარიული ხარისხის მაჩვენებელია. ის სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, ზედაპირის უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ის შედარებით სწრაფად ხორცდება. თავისი მაღალი ხარისხისა და გამძლეობის გამო, ეს იმპლანტი პრემიუმ კატეგორიად ითვლება.
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ ხოლმე პროცედურის – შტრაუმანის იმპლანტი ფასი რამდენია. უნდა იცოდეთ, რომ ეს ბრენდი, კლასიკურ ვარიანტებთან შედარებით, უფრო ძვირადღირებულია. თუმცა ხანგრძლივი შედეგი ამ ფასს მთლიანად ამართლებს.
რა განსაზღვრავს იმპლანტაციის ღირებულებას?
რა ღირს იმპლანტი? – ეს კიდევ ერთი ხშირად დასმული შეკითხვაა. იმპლანტის ფასი რამდენიმე ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებულია და ხშირად, ზუსტი ღირებულების თქმა შეუძლებელია. ეს უფრო პაციენტის მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით ისაზღვრება.
ფასი იცვლება გამოყენებული მასალის მიხედვით. ამ დროს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ტიტანი, ცირკონიუმი, შტრაუმანი ან სხვა პრემიუმ ბრენდები განსხვევებული ღირებულებისაა.
გარდა ამისა, თუ იმპლანტაციისას დამატებით პროცედურების ჩატარება გახდა საჭირო, მაგალითად, ძვლის მოცულობის დამატება, პროცედურის ფასიც გაიზრდება.
უნდა გაითვალისწინოთ კლინიკის ტექნოლოგიური დონეც. ასევე, სტომატოლოგის გამოცდილება და გავლილი სასერტიფიკაციო კურსები. სპეციალისტთან ვიზიტი უფრო ძვირი, თუმცა საიმედოა.
ამიტომაც, იმპლანტი ფასი ზუსტად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ დაბალი ფასის გამო არ მიიღოთ. ამ დროს, შესაძლოა საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ. უნდა იცოდეთ, რომ მაღალი ხარისხის იმპლანტს შემდეგი მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს: არ იბზარება, ფერი წლების განმავლობაში არ ეცვლება, არ იწვევს ანთებას და ხანგრძლივად „გემსახურებათ“.
გრძელვადიანი შედეგი, ბუნებრივი ღიმილი და კომფორტი
შეიძლება ითქვას, რომ კბილის იმპლანტი ერთგვარი ინვესტიციაა, რომელსაც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გაიღებთ. Smile studio-ში იმპლანტაცია სტაბილურ, ბუნებრივ და უმტკივნეულო შედეგს უზრუნველყოფს, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საქმე პროფესიონალებს ანდოთ და კლინიკაში გვეწვიოთ.
