ვინირი თუ ცირკონი – როგორ ავირჩიოთ სწორი კბილი?

მთავარი >> ვინირი თუ ცირკონი – როგორ ავირჩიოთ სწორი კბილი?

ესთეტიკური სტომატოლოგიის განვითარებამ პაციენტებს ძალიან ბევრი კარი გაუხსნა. მათ შორის, შესაძლებლობა მისცა, რომ არა მხოლოდ კბილების ჯანმრთელობა აღიდგინონ, არამედ სრულყოფილი ღიმილიც ჰქონდეთ. ამ მიმართულებით დღეს ყველაზე მოთხოვნადი არჩევანია ორი მასალა: ვინირი და ცირკონი. ორივე მათგანი ვიზუალურად ბუნებრივ კბილს მაქსიმალურად ჰგავს. მთავარია, რომ ისინი ერთმანეთისგან დანიშნულებითა და გამძლეობით განსხვავდება. 

სწორედ ამიტომ, კითხვას – ვინირი თუ ცირკონი? პაციანტები ძალიან ხშირად სვამენ. ამ საკითხით მათ ჩვენი პროფესიონალი სტომატოლოგებისთვისაც მოუმართავთ, რომლებიც საჭირო რჩევებს იძლევიან და ადამიანებს აკვალიანებენ. ისინი სხვადასხვა პროცედურას თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ატარებენ. ამიტომაც, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სანდო ხელში ხართ. Smile studio არის ადგილი, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტია.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხებს სწორედ ბლოგში იპოვით. 

რას არის ვინირი?

ვინირი არის თხელი, გამჭვირვალე, კერამიკული საფარი, რომელიც მხოლოდ კბილის წინა (ესთეტიკურ) მხარეს ფარავს. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ ღიმილი ვიზუალურად უფრო თვალისმომჭრელი იყოს. შედეგად, შეუძლია კბილის ფერის, ფორმის, ზომის ან მცირე დეფექტების კორექცია. აღსანიშნავია, რომ ვინირი კბილს მთლიანად  არ ცვლის და არც ღრმა პრეპარირებას მოითხოვს. ამიტომ, პროცედურა მარტივად ტარდება.

უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ვინირი რეკომენდებულია მაშინ, როდესაც პაციენტი ღიმილის ვიზუალური მხარით არის უკმაყოფილო. მაგალითად, ფერი არათანაბარია, ემალში ბზარები ჩანს ან კბილი ოდნავ გადახრილია, მაგრამ სტრუქტურულად დაზიანებული არ არის. უნდა იცოდეთ, რომ ვინირს ვერ გამოიყენებთ მაშინ, თუ კბილის ფესვი ან სტრუქტურა დასუსტებულია. 

რა არის ცირკონი და როდის ჯობია მისი გამოყენება?

ცირკონი არის პრემიუმ დონის, მტკიცე და ძალიან ესთეტიკური მასალა, რომელიც როგორც კბილის სრულად აღსადგენად, ასევე გვირგვინის დასამზადებლად გამოიყენება. ცირკონი ბიოშეთავსებადია, არ იწვევს ალერგიას, არ იცვლის ფერს და ვიზუალურად ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად ახლოს დგას.

ცირკონი იდეალური არჩევანია მაშინ, როდესაც კბილი მკვეთრადაა დაზიანებული, გატეხილია ან საჭიროა სრული რესტავრაცია. აღსანიშნავია, რომ ვინირისგან განსხვავებით, ცირკონი მთელ კბილს – ფესვიდან გვირგვინამდე ფარავს. ამავდროულად, კი სიმტკიცესა და ხანგრძლივ ფუნქციურ დატვირთვას უზრუნველყოფს. 

ვინირი თუ ცირკონი? – ძირითადი განსხვავება

როგორ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი მასალა ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა დანიშნულება აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.

ესთეტიკა და ვიზუალი – ვინირი ბუნებრივი ფერითა და იდეალური ვიზუალური ეფექტით გამოირჩევა. ცირკონი ასევე მაღალი ესთეტიკური ხარისხისაა, თუმცა უფრო მკვრივია და ბუნებრივ კბილთან მსგავსება განსაკუთრებით მაღალი დონის ლაბორატორიებში მიიღწევა.

გამძლეობა და ფუნქცია – ვინირი, ძირითადად, ესთეტიკური ზონისთვისაა განკუთვნილი და წინა კბილების შემთხვევაში უფრო ხშირად იყენებენ. ცირკონი ბევრად გამძლეა და გამოიყენება როგორც წინა, ასევე უკანა ღეჭვით კბილებზე.

პრეპარირება და ღრმა ჩარევა – ვინირი მინიმალურ ჩაჭრას, ხშირად მხოლოდ ემალის ზედაპირზე, მოითხოვს. ცირკონიუმის გვირგვინი კი კბილის სრულ პრეპარირებას საჭიროებს, რადგან ის კბილის სტრუქტურას მთლიანად ფარავს.

ხანგრძლივობა – სწორი მოვლის შემთხვევაში, ვინირი ფუნქციურად და ვიზუალურად, დაახლოებით, 10-15 წელს ძლებს. ცირკონი კი 15-25 წელს და ხშირად მეტსაც. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა პროფესიონალურადაა შესრულებული და პაციენტი ჰიგიენას იცავს. 

როგორ უნდა აარჩიოთ სწორი მასალა?

არჩევანი – ვინირი თუ ცირკონი, პირდაპირაა დამოკიდებულია იმაზე თუ, რა არის პაციენტის მთავარი მიზანი – მხოლოდ ვიზუალური გაუმჯობესება, თუ კბილის სრულფასოვანი აღდგენა.

თუ კბილი სტრუქტურულად ჯანმრთელია, მაგრამ ფორმა, ფერი ან ესთეტიკა არ მოგწონთ, უკეთესი არჩევანი არის ვინირი. იმ შემთხვევაში, თუ კბილი დაზიანებულია, გატეხილია, დიდი ნაწილი დაკარგულია ან სრულ რესტავრაციას საჭიროებს, ცირკონი არის სანდო და ხანგრძლივი გადაწყვეტილება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასალის არჩევა მხოლოდ ვიზუალურ მხარესა და ფასს კი არა, პროფესიონალი სტომატოლოგის შეფასებას უნდა დაეფუძნოს. ექიმი განსაზღვრავს, რომელი მასალა გამოდგება არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ფუნქციურად. 

საჭიროებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება

როგორც პაციენტმა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ვინირი და ცირკონი არ არის კონკურენტი მასალები. ისინი განსხვავებულ მიზნებს ემსახურება: ვინირი ესთეტიკის, ბუნებრივი ღიმილის და ვიზუალური სრულყოფისათვის გამოიყენება. ცირკონი კი, გამძლეობისა და სრული აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ კითხვა – „ვინირი თუ ცირკონი?” ზოგჯერ შეიძლება არარელევანტური იყოს, რადგან გადაწყვეტილება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარეა მისაღები.

მართებული არჩევანის გაკეთებაში, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები დაგეხმარებიან. მათ პაციენტების საჭიროებები კარგად ესმით, მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან და ყველა კითხვაზე ამომწურავად პასუხობენ. 

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც ჩვენს კლინიკას არა ერთი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს. თუ სტომატოლოგიური პრობლემები გაწუხებთ, მოქმედება არ გადადოთ და მხოლოდ პროფესიონალური სერვისი აირჩიეთ.