ადამიანისთვის ღიმილი მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არაა მნიშვნელოვანი. ის, ხშირ შემთხვევაში, თავდაჯერებულობის განმსაზღვრელი ფაქტორიცაა. მაშინ კი, როდესაც კბილი ზიანდება, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ხარისხიც იცვლება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს.
ტექნოლოგიური პროგრესის საშუალებით, დღესდღოებით, დაზიანებული ან დაკარგული კბილების აღდგენა მარტივია. Smile studio-ში ცირკონო კერამიკული კბილების ჩასმით მიიღებთ შედეგს, რომელიც წლები შენარჩუნდება. პროცედურის უპირატესობაა, რომ კბილი როგორც ფორმას, ისე ფუნქციასაც იბრუნებს.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, სტომატოლოგიაში მეტალო კერამიკის გვირგვინები დომინირებდა, რომლებიც ძალიან ეფექტური იყო. თუმცა არსებობს ესთეტიკური პრობლემა – ღრძილის კიდესთან მუქი ხაზის გაჩენა. ასევე, უნდა ითქვას, რომ მეტალო კერამიკის კბილის ფასი ცირკონისგან განსხვავებულია.
დღეს, სტომატოლოგიური პროთეზირების მოწინავე მიმართულებად სწორედ ცირკონო კერამიკა ჩამოყალიბდა. თუ დაზიანებული ან გატეხილი კბილის ბრობლემა გაწუხებთ და გამოსავალს ეძებთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, რომ ინფორმი
რებული გადაწყვეტილება მიიღოთ.
რა არის ცირკონო კერამიკა?
ცირკონო კერამიკა გვირგვინების, ხიდებისა და ვინირების დასამზადებელი მასალაა. იგი ცირკონიუმის ოქსიდისგან (Zirconia) – ძალიან მტკიცე, ბიოშეთავსებადი და ესთეტიკური მასალისგან მზადდება, რომელიც ბუნებრივ კბილს ვიზუალურად მაქსიმალურად ჰგავს.
სტომატოლოგიაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ოქროს“, რადგან მისი სიმტკიცე მეტალისას უტოლდება, მაგრამ ვიზუალურად ბუნებრივად თეთრია.
ცირკონო კერამიკული კონსტრუქციის შიდა, ძლიერ კარკასს ცირკონიუმი ქმნის, ხოლო გარე ნაწილი სპეციალური კერამიკული მასითაა დაფარული. ცირკონი იდეალური არჩევანია, თუ კბილი მკვეთრადაა დაზიანებული, გატეხილია ან საჭიროა სრული რესტავრაცია.
ცირკონო კერამიკის ძირითადი უპირატესობები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მასალა რიგი უპირატესობებით სარგებლობს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა შესაბამისი ინფორმაცია იცოდნენ და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, ბუნებრივი ესთეტიკა და სინათლის გამტარობა – მეტალო-კერამიკისგან განსხვავებით, რომლის შიდა მეტალის ჩარჩოც სინათლეს არ ატარებს და სიბნელის ეფექტს ქმნის, ცირკონო კერამიკა ბუნებრივი კბილის მსგავსია.
აუცილებლად აღსანიშნავია ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა – ცირკონიუმის სიმტკიცე და ცვეთის მიმართ მდგრადობა უზრუნველყოფს, რომ გვირგვინებმა პირვანდელი ფორმა და ფუნქცია წლების განმავლობაში შეინარჩუნონ. უნდა ითქვას, რომ სწორი მოვლისა და ჰიგიენის შემთხვევაში, ცირკონო კერამიკის გვირგვინები შეიძლება უვადოდ გემსახუროთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ღრძილების ჯანმრთელობა – ბიო-თავსებადობის გამო, ღრძილების ქსოვილების შესაძლო დაზიანება მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს კი, ღრძილების ანთების რისკს (გინგივიტი) ამცირებს და გვირგვინის კიდეზე ბაქტერიული ნადების დაგროვებას ხელს უშლის.
ასევე, უპირატესობაა პროცედურის მაღალი სიზუსტე (CAD/CAM ტექნოლოგია) – ცირკონო კერამიკული გვირგვინები მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული მოდელირებისა და ფრეზირების (CAD/CAM) გამოყენებით მზადდება. ეს კბილის ნაპირსა და ღრძილს შორის გვირგვინის იდეალურ მორგებას უზრუნველყოფს, რაც გრძელვადიანი შედეგისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორ ხდება ცირკონო კერამიკული კბილის გაკეთება?
ცირკონო კერამიკული კბილის შექმნა ის პროცესია, რომელიც მაღალი სიზუსტით უნდა წარიმართოს. სწორი დიაგნოსტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიისა და ოსტატობის შედეგად კი, ბუნებრივის მსგავსი ხელოვნური კბილი იქმნება. პროცესი ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავს.
პირველადი დიაგნოზი და შერჩევა – ყველაფერი ორთოპედ სტომატოლოგთან კონსულტაციისას იწყება, სადაც პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა ფასდება. ამ დროს, ტარდება პანორამული რენტგენი ან 3D CBCT კვლევა; ფასდება კბილის ფესვისა და ღრძილის მდგომარეობა. სწორედ ექიმი წყვეტს, არის თუ არა საჭირო ცირკონო კერამიკული გვირგვინი, ვინირი, თუ სხვა ორთოპედიული გადაწყვეტა. ასევე, ამ ეტაპზე წყდება კბილზე გადაკვრა როგორ უნდა წარიმართოს.
ამის შემდეგ, კბილის პროფესიონალური ფორმირება (პრეპარირება) ხდება. ექიმი ემალს ასუფთავებს, კბილს სწორ ზომასა და ფორმას აძლევს, რათა მომავალში ცირკონო საფარი ან გვირგვინი სრულყოფილად მოერგოს. ეს პროცესი ცნობილია, როგორც კბილზე გადაკვრა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ანაბეჭდის ნაცვლად, თანამედროვე სტომატოლოგიაში 3D სკანირება გამოიყენება, რომელიც პაციენტის კბილის ციფრულ მოდელს ქმნის. ეს მონაცემები პირდაპირ იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ცირკონო კერამიკული გვირგვინი იქმნება.
ბოლო ეტაპი არის ლაბორატორიული დამზადება და ფიქსაცია. საბოლოოდ, გვირგვინი ისე უნდა მოერგოს კბილის სტრუქტურას, რომ ბუნებრივივით გამოიყურებოდეს.
როგორ უნდა შეარიოთ სტომატოლოგიური კლინიკა ცირკონო კერამიკული კბილების გასაკეთებლად?
პროცედურის წარმატება მხოლოდ ხარისხიანი მასალის არჩევაზე არაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ისეთი საკითხები, როგორიცაა კლინიკის გამოცდილება, ექიმების პროფესიონალიზმი და სხვა. ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ექიმის სპეციალიზაცია და გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ. გადაკვრა კბილზე და სხვა ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
ჩვენი კლინიკა Smile studio თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ხარისხისა და უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტიაა.
ზოგადად, უნდა იცოდეთ, რომ სანდო კლინიკაში უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებენ; სტერილიზაცია წესების დაცვით ტარდება და პროცედურიების დროს, ერთჯერადი ინსტრუმენტები გამოიყენება და პაციენტების კომფორტზე ზრუნავენ.
თუ კლინიკა საერთაშორისო პროტოკოლის დავით მუშაობს, ინფექციის, ალერგიისა და გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
ჩვენ კლინიკაში თითოეულ პაციენტს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას ვთავაზობთ, სადაც გათვალისწინებულია: კბილის მდგომარეობა, ღიმილის დიზაინი, სახის ფორმა და პროფილი, მასალის ფერი და გამჭვირვალობა.
სწორედ ასეთი მიდგომის წყალობით გვყავს არაერთი კმაყოფილი პაციენტი, რომლებიც არჩევანს ყოველთვის ჩვენს სერვისზე აჩერებენ.
ამიტომაც, თუ რეალური შედეგი და სრული კომფორტი გსურთ, მოქმედება არ გადადოთ და პროფესიონალებს მიენდეთ.
