დიაგნოსტიკა – კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი

მთავარი >> დიაგნოსტიკა – კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი

დიაგნოსტიკა – კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი

ეფექტური სტომატოლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა ექიმების პროფესიონალიზმის გარდა, კლინიკაში არსებულ აპარატურაზეცაა დამოკიდებული. Smile Studio სწორედ ის ადგილია, სადაც თანამედროვე აპარატურა – კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი და 3D სკანერი დაგხვდებათ. ეს ყველაფერი კი პაციენტების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

რა სახის კვლევა ინიშნება სხვადასხვა შემთხვევაში?

სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. 

რენტგენი (პანორამული ან ლოკალური) ინიშნება კარიესის აღმოსაჩენად, ფესვის მდგომარეობის შესაფასებლად, ღრძილოვანი პრობლემების დიაგნოსტიკისთვის, ბავშვებში სარძევე და მუდმივი კბილების მონიტორინგისთვის, კბილის ამოღებამდე. გარდა ამისა, ზოგჯერ, კბილის დაბჟენა ამ პროცედურას მოითხოვს. 

კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება იმპლანტაციის დაგეგმვისას, გართულებული ამოსაღები კბილების არსებობისას, კბილების ფესვების მიკროსკოპული ანატომიის შესაფასებლად, მაქსილოფაციალური ტრამვებისა ან ცისტების შემთხვევაში.

3D სკანერი – ციფრული ანაბეჭდების საჭიროა კბილების კაპებისთვის, კბილის გვირგვინების, ხიდების, ვენირების დასამზადებლად, მკურნალობის პროგრესის მონიტორინგისა და მონაცემების არქივირებისთვის. ასევე მაშინ, როდესაც საჭიროა კბილების გასწორება. 

რატომაა Smile Studio საუკეთესო არჩევანი?

თანამედროვე ტექნოლოგიები, სიზუსტე, პროფესიონალი სპეციალისტები და ინდივიდუალური მიდგომა Smile Studio-ს სავიზიტო ბარათია. კლინიკაში მოსული ადამიანი რწმუნება, რომ საიმედო ხელშია. 

 

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

 

FAQ

  • რით განსხვავდება რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია?

რენტგენი არის 2D გამოსახულება, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფია – 3D. რენტგენი კარიესის, ფესვების და ღრძილოვანი პრობლემების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება. დასხივების დონე დაბალია, ხოლო პროცედურა – სწრაფი. კომპიუტერული ტომოგრაფია ძვლის სტრუქტურის, ნერვებისა და რთული ანატომიური დეტალების უფრო ზუსტ სურათს იძლევა. ის რთული შემთხვევებისას, ასევე, იმპლანტაციისას გამოიყენება. 

ეფექტური სტომატოლოგიური დიაგნოსტიკა სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია. 

  • რამდენად უსაფრთხოა სტომატოლოგიური რენტგენი?

სტომატოლოგიური რენტგენი უსაფრთხოა, რადგან მას სპეციალიტი თანამედროვე აპარატურით ატარებს.