მერილენდის ხიდი

მთავარი >> მერილენდის ხიდი

მერილენდის ხიდი

პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგს არამხოლოდ ტკივილის შემთხვევაში, არამედ პროფილაქტიკისთვისაც ეწვიოთ. Smile Studio-ში რეგულარული სტომატოლოგიური კონსულტაცია თქვენი ჯანსაღი ღიმილის გარანტია იქნება. რეგულარული ვიზიტების საშუალებით, პრობლემის დროული დიაგნოსტიკაა შესაძლებელი. მცირე კარიესი, ემალის დარღვევები, ღრძილების ანთება – ამ და სხვა შეუმჩნევლად მიმდინარე პროცესების აღმოჩენა პროფილაქტიკური ვიზიტისას შეიძლება. სასურველია, რომ სტომატოლოგიურ კლინიკას ყოველ 6 თვეში ესტუმროთ. 

 

სტომატოლოგიური კონსულტაცია პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის შეფასებით იწყება. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი შესაბამის მკურნალობას ნიშნავს.

კონკრეტულად, რა ხდება კონსულტაციაზე?

სტომატოლოგი პაციენტის ანამნეზს კრებს; პირის ღრუს ათვალიერებს; საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოკვლევებს ნიშნავს; დიაგნოზს სვამს და რეკომენდაციებს გასცემს; შესაძლებელია იმევე ვიზიტზე მცირე პროცედურაც ჩაატაროს. როგორც წესი, პროფილაქტიკური ვიზიტი 15-30 წუთი გრძელდება. თუ რაიმე პრობლემა გამოიკვეთება, ვიზიტი შესაძლოა გახანგრძლივდეს. სერვისი, რომელიც ყველა ადამიანისთვის აუცილებელია შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტომატოლოგიური კონსულტაცია აბსოლუტურად ყველას სჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს პაციენტის ასაკსა და სქესს. რეგულარული ვიზიტი ადამიანს ეხმარება, რომ სერიოზული გართულებები თავიდან აირიდოს და ზოგადი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

გამოცდილი სპეციალისტები და თანამედროვე ტექნოლოგია – Smile Studio-ს პლუსები

ტექნოლოგიები, გამოცდილება და ხარისხი – ეს ჩვენი ნიშაა. კლინიკაში პროფესიონალი სტომატოლოგები დიაგნოსტიკისთვის ისეთ თანამედროვე აღჭურვილობას იყენებენ, როგორიცაა კანის ალერგიის ტესტები, ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი საშუალებას იძლევა, რომ პაციენტს ყოვლისმომცველი გამოკვლევა ჩაუტარონ.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ
  • რა ღირს სტომატოლოგთან კონსულტაცია?
სტომატოლოგიური კონსულტაციის ღირებულება ექიმის გამოცდილებაზე, კლინიკის რეპუტაციასა და შესაძლო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზეა დამოკიდებული. თუ კონსულტაციის დროს, სტომატოლოგი ისეთ პროცედურებს ატარებს, როგორიცაა მაგალითად, პირველადი წმენდა, ვიზიტის ფასი გაიზრდება.
  • როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სტომატოლოგი?
როდესაც საქმე ჩვენი ან ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ეხება, რა თქმა უნდა, საუკეთესო სტომატოლოგი გვჭირდება. ასეთის არჩევა კი, შეიძლება რთული პროცესი იყოს. თუმცა არის კრიტერიუმები, რასაც საუკეთესო სტომატოლოგი უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: გადამოწმებული კვალიფიკაცია და გამოცდილება; კონკრეტული საჭიროებისთვის სპეციალიზაცია; კლინიკის აღჭურვილობა და თანამედროვე ტექნოლოგიები; პაციენტებისადმი დამოკიდებულება და ზოგადი რეკომენდაციები.

კბილების დაკარგვა დიდ დისკომფორტს იწვევს. ფუნქციური შეზღუდვის გარდა, ადამიანის თავდაჯერებულობაც მცირდება. მერილენდის ხიდი ამ პრობლემის მოგვარების გზაა. Smile Studio-ში ჩატარებული პროცედურა ჯანმრთელ და ლამაზ ღიმილს გაჩუქებთ. 

დაჯავშნე კონსულტაცია

მერილენდის ხიდი – მინიმალურად ინვაზიური გზა დაკარგული კბილების აღსადგენად

მერილენდის ხიდი ესთეტიკური ღიმილის დასაბრუნებლად ინოვაციური შესაძლებლობაა. ეს მინიმალურად ინვაზიური პროთეზირების მეთოდი, ძირითადად, წინა კბილების დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება. მერილენდის ხიდი შედგება ხელოვნური კბილისა და სპეციალური ფიქსატორისგან. 

კბილების ხიდი რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს. მაგალითად, ვიზუალურად ბუნებრივი და ნაკლებად შესამჩნევია; მეზობელი კბილები მინიმალურად ზიანდება; პროცედურა სწრაფი და შედარებით ხცელმისწვდომია. 


რა შემთხვევებში უნდა მოგვმართოთ?

კბილის ხიდი ყველაზე ეფექტური იმ პაციენტებშია, რომლებსაც ერთი ან ორი წინა კბილი აქვთ დაკარგული, ხოლო მეზობელი კბილები ჯანსაღია. 

უფრო კონკრეტულად, მერილენდის ხიდი რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ახალგაზრდა პაციენტებისთვის;
  • პაციენტებისთვის, ვისაც დაკარგული აქვთ ერთი წინა კბილი;
  • მათთვის, ვისაც მეზობელი კბილების დაზიანება არ სურს;
  • დროებითი ან გარდამავალი გამოსავლის მოსაძებნად;
  • სრულიად ჯანმრთელი მეზობელი კბილების შემთხვევაში.

Smile Studio მაღალი ხარისხის მომსახურებას გთავაზობთ

მერილენდის ხიდი ეფექტური და მყარი მაშინ იქნება, თუ მის დასამზადებლად მაღალი ხარისხის მასალა გამოიყენება. ჩვენთან ამის სრული გარანტია გაქვთ. გამოცდილი სტომატოლოგები საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად და მაღალი პასუხისმგებლობით უმკლავდებიან. ეს კი, რასაკვირველია, პროცედურის შედეგზეც აისახება. 


დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ

  • მერილენდის ხიდი – ფასი როგორ განისაზღვრება?

მერილენდის ხიდის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ხიდში არსებული კბილების რაოდენობაზე, მასალის ტიპზე, დამზადების ტექნოლოგიაზე, კლინიკის დონესა და საჭირო დამატებით პროცედურებზე. თუ გსურთ მერილენდის ხიდი, ფასი უფრო ზუსტად უშუალოდ სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდება.