კბილების გაწმენდა

მთავარი >> კბილების გაწმენდა

კბილების გაწმენდა

კარიესის თავიდან აცილება, ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება, ღრძილების დაცვა, ლამაზი ღიმილი, სუნთქვისას უსიამოვნო სუნის არარსებობა – ეს ყველაფერი კბილების გაწმენდითაა შესაძლებელი. როდესაც პირის ღრუ ჯანმრთელია, ეს იმის გარანტიაა, რომ იქ არსებული ბაქტერიები სხვა ორგანოებს არ დააზიანებენ. 

 

როგორ მიმდინარეობს პროცედურა? კბილების გაწმენდა პროცედურაა, რომელსაც სტომატოლოგი უძღვება. ის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს: კონსულტაცია და დათვალიერება, მექანიკური გაწმენდა, პოლირება, ფლუორიდის თერაპია. აღსანიშნავია, რომ კბილების გაწმენდა ნადებისგან და ქვებისგან მარტივი და უსაფრთხოა.

კბილების გაწმენდა ყველასთვის საჭირო პროცედურაა

გსურთ სუფთა და ჯანსაღი კბილები? – მაშინ სწორედ თქვენთვისაა ეს პროცედურა.  კბილების გაწმენდა ნადებისგან და ქვებისგან თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვისაა რეკომენდებული. როგორც აღვნიშნეთ, პროცესი უსაფრთხოდ და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

ენდეთ Smile Studio-ს გუნდს 

ჩვენი გამოცდილი სტომატოლოგები და თანამედროვე აპარატურა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. გულისხმიერი ექიმების დამსახურებით, კლინიკაში ნებისმიერი პროცედურა ზედმეტი დისკომფორტის გარეშე ტარდება.

დაჯავშნე პირველი ვიზიტი: დაგვირეკე

FAQ
  • კბილების გაწმენდა ქვებისგან ფასი? 
პაციენტებს აინტერესებთ, კბილების გაწმენდა რა ღირს. ეს დამოკიდებულია პროცედურის სირთულესა და კლინიკაში არსებულ ტექნიკაზე. თუ შემდეგ კბილების გათეთრებაც იგეგმება, რასკვირველია, ღირებულება მოიმატებს. ამიტომაც, თუ გსურთ კბილების გაწმენდა ქვებისგან ფასი ინდივიდუალურად შეიძლება განისაზღვროს.
  • შესაძლებელია კბილების გაწმენდა ქვებისგან სახლის პირობებში?
კბილების გაწმენდა ქვებისგან სახლის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქვები კბილებსა და ღრძილებზე ისეა მიმაგრებული, რომ მათ ჩვეულებრივი ჯაგრისი, პასტა და ძაფი ვერ მოიშორებს. სპეციალური მოწყობილობების გარეშე ნადებისა და ქვების მოშორების მცდელობა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.