ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, რათა მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური პროცედურები მისაღებ ფასად ჩაიტარონ.
დღესდღეობით, ესთეტიკური ტურიზმი განსაკუთრებით პოპულარულია, რაც სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, უპირველესი და აუცილებლად აღსანიშნავი, რა თქმა უნდა, მომსახურების სფერო და ხარისხია. საქართველოში ევროპული დონის სერვისი არსებობს, ფასები კი გაცილებით დაბალია.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა – Smile studio თანამედროვე აპარატურას, მისაღებ ფასებსა და პროფესიონალ სტომატოლოგთა გუნდს აერთიანებს – სწორედ ამიტომ, უცხოელი პაციენტები ხშირად გვსტუმრობენ.
რომლებია ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პროცედურები, რატომ ირჩევენ „სმაილ სტუდიოს“ პაციენტები, რატომ არის საქართველოში ფასები უფრო ხელმისაწვდომი – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხებს აქ წაიკითხავთ.
რატომ არის სანდო ქართული სტომატოლოგიური კლინიკა უცხოელებისთვის?
შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს კითხვის ნიშნები გაუჩნეს, რამდენად სანდოა ამ ქვეყანაში სხვადასხვა სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება. თუმცა დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველო უცხოელი პაციენტებისთვის უსაფრთხო და გონივრული არჩევანია.
ისეთ წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებში, როგორიც Smile studio არის ის მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენება, რასაც ევროპისა და ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციები რეკომენდაციას უწევენ. აღსანიშნავია, რომ თითოეული პროცედურა სტერილურ გარემოში მიმდინარეობს.
ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, ახლა ქართულ კლინიკებში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. მაგალითად, 3D სკანერები, CAD/CAM სისტემები, ინტრაორალური სკანერები და სხვა. სწორედ ეს უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს, ესთეტიკასა და მოკლე ვადებში მიღებულ შედეგს.
გარდა ამისა, უცხოელი პაციენტებისთვის კომფორტულია ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი სტომატოლოგი, ორთოპედი და იმპლანტოლოგი ინგლისურ ენაზე საუბრობს. მათ სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატი და ხშირად, უცხოური განათლებაც აქვთ მიღებული.
ქართულ კლინიკების ნაწილში მკურნალობის წინასწარ დაგეგმვა დისტანციურადაა შესაძლებელი.
რომლებია ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პროცედურები?
ჯანსაღი, თვალისმომჭრელი ღიმილი, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია. ამ შედეგის მიღწევა კი, ესთეტიკური პროცედურებითაა შესაძლებელი.
ყველაზე მოთხოვნად სერვისებს შორის არის მასალის – ცირკონი კბილი. ის ვიზუალური ეფექტითა და გამძლეობით გამოირჩევა. ვინირი კბილების ფორმისა და ფერის გამოსასწორებლად, დეფექტების აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
კბილების გათეთრება არა მხოლოდ მათი ბუნებრივი ფერის აღდგენის გზა, არამედ თავდაჯერებულობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კბილის დაბჟენა კი პროცედურაა, რომელიც ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ის ღრმა კარიესის განვითარებისა და შემდგომი დისკომფორტისგან გიცავთ.
ბრეკეტები კბილების გასასწორებლად და ზოგადად, ორთოდონტულ პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენება. მკურნალობის პროცესი, როგორც წესი, 12-24 თვე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პაციენტს მათი ტარება უფრო დიდხანს მოუწიოს. პროცედურის – ბრეკეტები ფასი ფიქსირებული არ არის და ის სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, დამატებით საჭირო პროცედურების, მასალის, ექიმის გამოცდილებისა და კლინიკის დონის შესაბამისად.
რატომ არის საქართველოში სტომატოლოგია უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში ან აშშ-ში?
საქართველოში ესთეტიკური სტომატოლოგია ევროპასა და აშშ-სთან შედარებით, ბევრად უფრო იაფია. რაც შეეხება ხარისხს, ის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
საქართველოში კლინიკის მუშაობის ხარჯები – გაქირავება, ლაბორატორიის მომსახურება, თანამშრომლების ხელფასები და ადმინისტრაციული ხარჯები გაცილებით დაბალია, ვიდრე გერმანიაში, იტალიასა თუ ამერიკაში. ეს კი, სერვისის ფასზე პირდაპირ აისახება.
იგივეა მდგომარეობაა მასალების შემთხვევაშიც, თუმცა პროცედურა მაინც 2-3-ჯერ უფრო იაფია, რადგან აქ მომსახურების თვითღირებულება დაბალია. აღსანიშნავია, რომ ბევრი ქართველი სტომატოლოგი, ორთოპედი და იმპლანტოლოგი საერთაშორისო გამოცდილებით გამოირჩევა. ისინი პაციენტებს მომსახურებას ადგილობრივ ფასებში სთავაზობენ.
სწორედ ამ ყველაფრის გამოა, რომ უცხოელები სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად საქართველოში ჩამოდიან.
Smile studio – გამორჩეული მომსახურებისა და პროფესიონალიზმის ნაზავი
ჩვენი კლინიკა მხოლოდ ის ადგილი არაა, სადაც ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვმკურნალობთ. ამ სივრცეში პირველ ადგილზე ყოველთვის პაციენტი და მისი ინტერესები დგას. კლინიკა სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც უცხოელები ესთეტიკური ტურიზმისგან ელიან.
ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები განვითარების გზაზე არასოდეს ჩერდებიან. თითოეული მათგანი ყოველთვის სწავლობს რაღაც ახალს და სამუშაო პროცესში ინოვაციურ მეთოდებს ნერგავს.
ადგილზე პაციენტების კომფორტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათთვის კლინიკაში ვიზიტი რაიმე დამატებით სტრესთან არ იყოს დაკავშირებული.
კლინიკაში, ფაქტობრივად, ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რაც მკურნალობისას დამატებითი კომფორტია.
მოგზაურობა სრულყოფილი ღიმილისთვის
საბოლოოდ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში ესთეტიკური სტომატოლოგია უკვე წლებია სანდო, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სერვისად ჩამოყალიბდა.
უცხოელი პაციენტები ქვეყანას ხშირად სტუმრობენ, რადგან აქ სასურველი შედეგის მიღწევა, შედარებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი.
თუ ისეთ სტომატოლოგიური კლინიკა გჭირდებათ, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, თქვენზე იზრუნებენ და სრულფასოვან ღიმილს გაჩუქებენ – Smile studio ნამდვილად ჭკვიანური არჩევანია. ჩვენს კლინიკას ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს – ამ შედეგს კი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით მივაღწიეთ. მთელი ჩვენი გუნდისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი სწორედ ხარისხია. გვიხარია და ვამაყობთ, როდესაც ადამიანებს თავდაჯერებულობას ვუბრუნებთ.
მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება არ გადადოთ – პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა კვალიფიციურ ექიმებს ანდოთ.
