თანამედროვე სამყაროში სტომატოლოგიური სფეროს განვითარებამ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, პაციენტები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული სერვისებით სარგებლობით აღარ შემოიფარგლებიან. მათ შეუძლიათ, რომ სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ.
სწორედ ეს არის სტომატოლოგიური ტურიზმი. მისი მზარდი პოპულარობა მისაღებმა ფასებმა, უკეთესი მომსახურების შესაძლებლობამ და მეტმა კომფორტმა განაპირობა.
Smile studio არის სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც პაციენტებს მაღალი დონის სერვისს ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მომსახურების მისაღებად, ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. აქ თითოეული სტომატოლოგი თქვენი სურვილების ასრულებაზე ზრუნავს.
რატომ უნდა აირჩიოთ საქართველო სტომატოლოგიური პროცედურებისთვის?
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ჩვენს რეგიონში, საქართველო სტომატოლოგიური ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა. ეს სხვადასხვა ობიექტური ფაქტორითაა განპირობებული.
და მაინც, საინტერესოა, კონკრეტულად რამ აქცია საქართველო, ამ მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური მომსახურება არსებობს. კლინიკები უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. მაგალითად, ისეთი პროცედურები, როგორებიცაა კბილის დაბჟენა, ცირკონი კბილი, ვინირი, ან ბრეკეტები, ჩვენთან – Smile studio-ში ზუსტად იმავე მასალებითა და მეთოდებით ტარდება, რასაც წამყვან განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ. აქ კი მთავარი ისაა, რომ ხარჯი 2-ჯერ ან ზოგჯერ, 3-ჯერ ნაკლებიცაა.
ჩვენ ინდივიდუალურ მიდგომასა და კომფორტს გთავაზობთ. ზოგადად, კვალიფიციური სტომატოლოგები ძალიან ყურადღებიანები არიან. ისინი თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევენ, მკურნალობის დეტალურ გეგმას სთავაზობენ და შესაძლო შედეგებს წინასწარ აცნობენ.
საქართველოში მოქმედ სტომატოლოგიურ კლინიკებში, მათ შორის, Smile studio-ში საერთაშორისო უსაფრთხოების წესები მკაცრადაა დაცული. ჩვენთან ყველა პროცედურა სტერილურ გარემოში ტარდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხარისხის გარანტიას ეძებენ.
განსაკუთრებით საყურადღებო საკითხი სტომატოლოგების გამოცდილებაა. ხანგრძლივ და ბუნებრივ შედეგს სწორედ ეს და შესაბამისი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს. მაგალითად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დამზადებული ვინირები და ცირკონის გვირგვინები გამძლეობით, ბუნებრივი ფერით და იდეალური მორგებით ხასიათდება.
ამ და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, საქართველო სამედიცინო ტურიზმის რუკაზე ადგილს დღითიდღე უფრო მყარად იკავებს.
რომლებია ყველაზე მოთხოვნადი სტომატოლოგიური მომსახურებები?
უცხოეთიდან საქართველოს სტომატოლოგიურ კლინიკებს პაციენტები როგორც ესთეტიკური, ისე სამკურნალო პროცედურებისთვის სტუმრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მოთხოვნადი სერვისებია კბილების გათეთრება, ვინირი, ცირკონი კბილი, კბილის დაბჟენა და ბრეკეტები.
კბილების გათეთრება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო ესთეტიკური პროცედურაა, რომლის საშუალებითაც იდეალური ღიმილი მიიღება.
ვინირი შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვისაც ესთეტიკური სრულყოფილება სურს. „სმაილ სტუდიოში“ მაღალი ხარისხის ცირკონის მასალებს ვიყენებთ, რაც ბუნებრივ იერსა და გამძლეობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ პროცედურა უმტკივნეულოა, შედეგი კი, ხანგრძლივი.
ცირკონი კბილი – შეიძლება ითქვას, რომ ეს გამძლეობისა და ესთეტიკის ნაზავია. ცირკონი ჰიპოალერგიული, გამჭვირვალე და ბუნებრივი მასალაა, რომელიც ღრძილების გაღიზიანებას არ იწვევს. ჩვენს კლინიკაში ორთოპედი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ხშირი პროცედურა არის კბილის დაბჟენა. რასაც არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
ბრეკეტები კი, ის პროცედურაა, რომელზე მოთხოვნაც, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად გაიზარდა. საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული მეტალის, ისე გამჭვირვალე ბრეკეტები. აღსანიშნავია სამედიცინო სერვისის – ბრეკეტები ფასი, რომელიც ევროპულ ან ამერიკულ კლინიკებთან შედარებით, ბევრად უფრო დაბალია.
შედეგად, თუ გსურთ იდეალური ღიმილი – კბილების გათეთრება, ვინირი, ცირკონი კბილი, კბილის დაბჟენა ან ბრეკეტები – საქართველოში ევროპული დონის შესაბამისი მომსახურების მიღება, ბევრად ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ.
Smile studio-ს უპიტარესობები – ხარისხი, სანდოობა და უსაფრთხოება
ზოგიერთ ადამიანს სტომატოლოგიურ კლინიკაში მისვლა აშინებს, მათთვის ეს ერთგვარი სტრესია. სწორედ ამის გამო, საჭირო მომსახურების მიღებაზე უარს ამბობენ და პირის ღრუს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ.
Smile studio ის ადგილია, სადაც პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. თითოეული სტომატოლოგი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევა – ამიტომაც, ჩვენს კლინიკაში ვიზიტი პაციენტებისთვის დიდ კომფორტთან ასოცირდება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამედროვე აპარატურა, მაღალი ხარისხის მომსახურება და უსაფრთხოების გარანტია. პაციენტების მხრიდან ნდობას სწორედ ეს განაპირობებს.
ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა ევროპული სტანდარტების დაცვით მუშაობს. კვალიფიციური ექიმები კი ადამიანებს ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობენ.
დასკვნა – აირჩიეთ ხარისხი
შეიძლება თამამად ითქვას, რომ რეგიონში საქართველო, სამედიცინო და ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა. აქ ხარისხი და ფასი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
ჩვენს კლინიკაში თითოეული სტომატოლოგი, ორთოპედი ევროპული სტანდარტებით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სერვისი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე უცხოეთში. ამავდროულად კი, ხარისხი გარანტირებულია.
თუ ეძებთ გამოცდილ გუნდს, რომელიც თქვენი ღიმილის გაუმჯობესებასა და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე იზრუნებს, ვიზიტი Smile Studio-ში უნდა დაგეგმოთ. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ – დაწყებული პროფილაქტიკიდან, დასრულებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურით.
საოცნებო ღიმილისკენ ნაბიჯი დღესვე გადადგით და ევროპული დონის მომსახურება მიიღეთ.
